ბსუ-ს USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის პროექტის „იდეატორთა კლუბის“ „წლის იდეატორი“ გამოვლიდა

ბსუ-ს USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის პროექტის „იდეატორთა კლუბის“ „წლის იდეატორის“ გამარჯვებული ბათუმის მე-14 საჯარო სკოლის პროექტია. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ დასკვნით ღონისძიებაზე ჟიურიმ ბათუმის ექვსი საჯარო სკოლის მოსწავლეების პროექტები განიხილა და გამორჩეული ნამუშევრის იდეის ავტორი კლუბის „წლის იდეატორი“ გამოავლინა.

„მომავლის ხიდის“ პროექტზე მე-14 საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეები: თათია დიასამიძე, ნიცა კონცელიძე, მარი ბაკურიძე, ლიკა ბერიძე, სარა გურგენიძე და მარი შონია ორი თვის განმავლობაში მუშაობდნენ. ჟიურიმ ასევე, ,,წლის იდეატორთან’’ ერთად გამოავლინა ყველაზე ,,ინოვაციური“, ,,პრაქტიკული“, ,,მდგრადი“, ,,კრეატიული“ და ,,შემოქმედებითი“ პროექტები.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეები სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვეს, ხოლო პროექტში მონაწილე სკოლებს ბსუ-მ USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის პროექტის ,,იდეატორთა კლუბის“ ფარგლებში მრავალფუნქციური პრინტერები გადასცა.

„ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრი 2020 წლიდან ახორციელებს „USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამას“. პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია „იდეატორთა კლუბის" ამოქმედება, რომელიც ითვალისწინებს უნივერსიტეტის, სკოლისა და ბიზნესის სექტორის თანამშრომლობით პროექტების დაგეგმვა-მომზადებას და ამ გზით დაწყებითი კლასების მოსწავლეებში ბიზნეს-იდეების განვითარებას. „იდეატორთა კლუბის“ ჩამოყალიბებაში მონაწილეობის სურვილი გამოხატა ექვსმა ბიზნეს-ლიდერმა. ესენია: ბაზისბანკი, სამშენებლო კომპანიები შპს „ჰორიზონ ჯგუფი“ და შპს „ანაგი“, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი, აჭარის საექთნო ასოციაცია, კლინიკა „ჰელსი“ და ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლების „პროგრესის“ ქსელი. 2022 წლის მარტის თვიდან "იდეატორთა კლუბები" ბიზნეს-ლიდერების მიერ შერჩეულ 6 საჯარო სკოლაში ჩამოყალიბდა. ესენია: ბათუმის №1, №4, №14, №15, №16 და №28 საჯარო სკოლა.

"იდეატორთა კლუბი" მოიცავს კლასგარეშე აქტივობებს, რომლებიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ისეთ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს უვითარებს, როგორიცაა: კრიტიკული აზროვნება, ეფექტური კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა და პრობლემების კრეატიულად გადაწყვეტა. "იდეატორთა კლუბები" ხელს შეუწყობს ინოვაციებს და უბიძგებს ბავშვს, საკუთარი იდეები რეალურ ცხოვრებაში გადაიტანოს. კლუბის მუშაობის ძირითადი ფორმატია გუნდური პროექტის განხორციელება. მოსწავლეებმა ერთად შეარჩიეს პრობლემა და აქტიურად ითანამშრომლეს მისი გადაჭრის გზების მოსაძიებლად. ამ პროცესის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს იდეების გენერირება წარმოადგენდა. კლუბები სკოლის ბაზაზე დაფუძნდა და მათში მე-4, მე-5 და მე-6 კლასების მსურველი მოსწავლეები გაერთიანდნენ. კლუბების ამოქმედებისა და გუნდური პროექტების განხორციელების პროცესს, ბიზნესის და სკოლის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, უძღვებოდნენ ბსუ-ს, როგორც „USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის“ ერთ-ერთი პარტნიორი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, პროგრამის ტრენერები და მოხალისე სტუდენტები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ბსუ-ს USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის პროექტის „იდეატორთა კლუბის“ „წლის იდეატორი“ გამოვლიდა

ბსუ-ს USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის პროექტის „იდეატორთა კლუბის“ „წლის იდეატორის“ გამარჯვებული ბათუმის მე-14 საჯარო სკოლის პროექტია. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ დასკვნით ღონისძიებაზე ჟიურიმ ბათუმის ექვსი საჯარო სკოლის მოსწავლეების პროექტები განიხილა და გამორჩეული ნამუშევრის იდეის ავტორი კლუბის „წლის იდეატორი“ გამოავლინა.

„მომავლის ხიდის“ პროექტზე მე-14 საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეები: თათია დიასამიძე, ნიცა კონცელიძე, მარი ბაკურიძე, ლიკა ბერიძე, სარა გურგენიძე და მარი შონია ორი თვის განმავლობაში მუშაობდნენ. ჟიურიმ ასევე, ,,წლის იდეატორთან’’ ერთად გამოავლინა ყველაზე ,,ინოვაციური“, ,,პრაქტიკული“, ,,მდგრადი“, ,,კრეატიული“ და ,,შემოქმედებითი“ პროექტები.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეები სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვეს, ხოლო პროექტში მონაწილე სკოლებს ბსუ-მ USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის პროექტის ,,იდეატორთა კლუბის“ ფარგლებში მრავალფუნქციური პრინტერები გადასცა.

„ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრი 2020 წლიდან ახორციელებს „USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამას“. პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია „იდეატორთა კლუბის" ამოქმედება, რომელიც ითვალისწინებს უნივერსიტეტის, სკოლისა და ბიზნესის სექტორის თანამშრომლობით პროექტების დაგეგმვა-მომზადებას და ამ გზით დაწყებითი კლასების მოსწავლეებში ბიზნეს-იდეების განვითარებას. „იდეატორთა კლუბის“ ჩამოყალიბებაში მონაწილეობის სურვილი გამოხატა ექვსმა ბიზნეს-ლიდერმა. ესენია: ბაზისბანკი, სამშენებლო კომპანიები შპს „ჰორიზონ ჯგუფი“ და შპს „ანაგი“, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი, აჭარის საექთნო ასოციაცია, კლინიკა „ჰელსი“ და ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლების „პროგრესის“ ქსელი. 2022 წლის მარტის თვიდან "იდეატორთა კლუბები" ბიზნეს-ლიდერების მიერ შერჩეულ 6 საჯარო სკოლაში ჩამოყალიბდა. ესენია: ბათუმის №1, №4, №14, №15, №16 და №28 საჯარო სკოლა.

"იდეატორთა კლუბი" მოიცავს კლასგარეშე აქტივობებს, რომლებიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ისეთ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს უვითარებს, როგორიცაა: კრიტიკული აზროვნება, ეფექტური კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა და პრობლემების კრეატიულად გადაწყვეტა. "იდეატორთა კლუბები" ხელს შეუწყობს ინოვაციებს და უბიძგებს ბავშვს, საკუთარი იდეები რეალურ ცხოვრებაში გადაიტანოს. კლუბის მუშაობის ძირითადი ფორმატია გუნდური პროექტის განხორციელება. მოსწავლეებმა ერთად შეარჩიეს პრობლემა და აქტიურად ითანამშრომლეს მისი გადაჭრის გზების მოსაძიებლად. ამ პროცესის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს იდეების გენერირება წარმოადგენდა. კლუბები სკოლის ბაზაზე დაფუძნდა და მათში მე-4, მე-5 და მე-6 კლასების მსურველი მოსწავლეები გაერთიანდნენ. კლუბების ამოქმედებისა და გუნდური პროექტების განხორციელების პროცესს, ბიზნესის და სკოლის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, უძღვებოდნენ ბსუ-ს, როგორც „USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის“ ერთ-ერთი პარტნიორი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, პროგრამის ტრენერები და მოხალისე სტუდენტები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო