ლუგანსკის გუბერნატორი - სევეროდონეცკში ინტენსიური ბრძოლა გრძელდება

აღმოსავლეთ უკრაინაში, ქალაქ სევეროდონეცკში ინტენსიური ბრძოლა გრძელდება. აღნიშნულის შესახებ ლუგანსკის ოლქის გუბერნატორმა სერგეი გაიდაიმ დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ცნობისთვის, სევეროდონეცკში, ქიმიურ ქარხანაში გუშინ განხორციელებულმა რუსულმა საჰაერო იერიშმა ფართომასშტაბიანი ხანძარი გამოიწვია.

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის თქმით, გუშინ ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც აზოტის ქარხანაში დაზიანებული რადიატორებიდან ათობით ტონა ნავთობმა გამოჟონა.

ქარხანას ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს. გაიდაის არ დაუკონკრეტებია, მოახერხეს თუ ვერა ცეცხლის ჩაქრობა.

უკრაინული გამოცემა Kyiv Independent-ი გუბერნატორზე დაყრდნობით იუწყება, რომ სევეროდონეცკის ჩრდილო-დასავლეთ მდებარე სოფელ ტოშკოვკაში სიტუაცია ძალიან მძიმეა. თუმცა, უკრაინულმა ძალებმა წარმატებით დაბლოკეს რუსეთის წინსვლა პოპასნას მახლობლად.

შეგახსენებთ, გუშინ გაიდაიმ დაადასტურა, რომ სევეროდონეცკის უმეტესი ნაწილი ახლა რუსი სამხედროების კონტროლის ქვეშაა. იგივეს აცხადებენ ოკუპანტებიც. მათი თქმით, ქალაქის ყველა საცხოვრებელი უბანი რუსული ძალების კონტროლს ექვემდებარება.

ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს