ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ბლოკს გააძლიერებს - ვართ ერთ გუნდში და ამ გუნდმა უნდა მოიგოს

დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გადაწყვეტილებას შეუძლია არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო, არამედ მთელი ევროკავშირი გააძლიეროს , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გვიან ღამით გაკეთებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა და იმედი გამოთქვა, რომ მის ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

"დიდი დიპლომატიური მარათონის დასკვნითი ფაზა დღეს დაიწყო. ამ მარათონში რეალურად ჩვენ ევროკავშირთან ერთად ვართ - ერთ გუნდში და ამ გუნდმა უნდა მოიგოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, უკრაინის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ ამაყია უკრაინელი სამხედროების გამო, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინის ერთ-ერთ მთავარ ქალაქს - სევეროდონეცკს იცავენ.

მანვე დასძინა, რომ აღნიშნული ქალაქის ქუჩებში სასტიკი ბრძოლები გრძელდება.

”მე ვამაყობ ყველა ჩვენი დამცველით, რომლებმაც მოახერხეს ამ მტრული ხალხის წინსვლის შეჩერება და ჩვენი თავდაცვის სიძლიერის შენარჩუნება”, - დასძინა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, გუშინ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, კიევში ვიზიტისას, განაცხადა, რომ უკრაინას მომავალ კვირას ეცნობება, შეძლებს თუ არა ის ბლოკში გაწევრიანების კუთხით შემდეგ ეტაპზე გადასვლას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა