Amnesty International - რუსეთი ხარკოვს აკრძალული საბრძოლო მასალის გამოყენებით ესხმოდა თავს

ორგანიზაცია Amnesty International-ის განცხადებით, რუსული ძალები უკრაინის ქალაქ ხარკოვზე თავდასხმას აკრძალული კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით ახორციელებდა.

„უკრაინაში შეჭრის დასაწყისში, რუსულმა ძალებმა უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის, ხარკოვის დაბომბვა დაიწყეს, ისინი თითქმის ყოველდღიურად ბომბავდნენ საცხოვრებელ უბნებს, რის შედეგადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ბევრი თავდასხმა ფართოდ აკრძალული კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით განხორციელდა," - აღნიშნულია ორგანიზაციის ანგარიშში.

Amnesty International-ის ცნობით, მათ რუსული ძალების მიერ 9N210 და 9N235 კასეტური ბომბების გამოყენების მტკიცებულება მოიპოვეს.

ანგარიშში ასევე საუბარია უმართავი რაკეტების, „გრადისა“ და „ურაგანის“ გამოყენებით მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე.

Amnesty International-ის მკვლევარებმა აპრილსა და მაისში 14 დღე გამოიკვლიეს, რომლის დროსაც ხარკოვში 41 თავდასხმა მოხდა, დაიღუპა მინიმუმ 62 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 196-ზე მეტი. მათ მოინახულეს თავდასხმის ადგილები და გამოკითხეს 160 ადამიანი, მათ შორის დაშავებულები, მსხვერპლის ნათესავები, მოწმეები და ექიმები, რომლებიც დაშავებულებს მკურნალობდნენ. ორგანიზაციის მკვლევარებმა ასევე შეაგროვეს და გააანალიზეს მატერიალური მტკიცებულებები თავდასხმის ადგილებიდან, განსაკუთრებით საბრძოლო მასალის ფრაგმენტები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა