რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან უკრაინიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის საკითხზე მოლაპარაკებებს გეგმავს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან, ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან უკრაინიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის საკითხზე მოლაპარაკებებს გეგმავს.

"უკრაინასა და რუსეთს შორის ომი მიმდინარეობს და ჩვენ ვიცით, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტები, დიდწილად, ამ ქვეყნებიდან მოდის. ამ ეტაპზე ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ გვაქვს, საწყობებში გვაქვს 5 მილიონი ტონა ხორბალი, მაგრამ გვინდა ეს მოცულობები გავზარდოთ," - აღნიშნა ერდოღანმა.

მისი თქმით, სოფლის მეურნეობის პროდუქტების უკრაინიდან უსაფრთხოდ გატანის პროცესში თურქეთი არა მხოლოდ საკუთარი ინტერესების გამო, არამედ მესამე ქვეყნებისთვისაც მიიღებს მონაწილეობას.

"ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას მუშაობაში არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მესამე ქვეყნებისთვისაც. მოლაპარაკებები მიმდინარეობს. უახლოეს კვირაში ჩვენ განვიხილავთ ზელენსკისა და პუტინთან, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას," - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე