„სტრატეგია აღმაშენებელმა“ საქართველოს მასშტაბით 100-საათიანი ტური „ერთად ევროპისკენ“ დაიწყო

„სტრატეგია აღმაშენებელმა“ საქართველოს მასშტაბით 100-საათიანი ტური „ერთად ევროპისკენ“ დაიწყო. ტურნემ სტარტი თბილისში, „ვარდების რევოლუციის“ მოედნიდან აიღო და ერთი კვირის განმავლობაში ქვეყნის ყველა რეგიონს მოივლის.

პარტიის თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მმართველი გუნდის წარმომადგენლებს: ირაკლი ღარიბაშვილს, ირაკლი კობახიძეს და დიმიტრი ხუნდაძეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ნამდვილად არ ეკუთვნის, მაგრამ ქართველ ხალხს ეკუთვნის და ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ ეს ისტორიული შანსი არ დაკარგოს.

„შევხვდებით ხალხს. კიდევ ერთხელ ვიტყვით, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება. ეს პროცესი მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსთვის, რომ ქართველ ხალხს ავუხსნათ, ასევე იმისთვის, რომ ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა ნახონ, რამხელა მხარდაჭერა აქვს ამ ყველაფერს საქართველოში. ჩვენ რაც შეიძლება მალე უნდა მოვიყვანოთ საქართველოში ევროპა. საქართველოსთვის ევროპა გვჭირდება და საქართველომ ევროპულ ოჯახში საკუთარი ღირსეული ადგილი უნდა დაიბრუნოს.

ქართველ ხალხს კანდიდატის სტატუსი ნამდვილად ეკუთვნის, „ქართული ოცნების“ დამსახურებაზე რა მოგახსენოთ?! როცა ევროპელებს ლანძღავ, შენს მოკავშირეებს, სტრატეგიულ პარტნიორებს ადანაშაულებ, რომ ვითომ შენი ომში ჩათრევა უნდა, როდესაც იმ დემოკრატიულ რეფორმებს არ აკეთებ, რაც არის ევროპული სტანდარტი, ღარიბაშვილს, კობახიძეს და ხუნდაძეს ევროკავშირის სტატუსი ნამდვილად არ ეკუთვნის, მაგრამ ქართველ ხალხს ეკუთვნის. ამიტომაც არ დავიზარებთ, ყოველ წუთს, ყოველ წამს დავუთმობთ ამას. ახლა საქართველოში, მერე ევროპაში გვაქვს კიდევ ტურნე, ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ისტორიული შანსი არ დავკარგოთ,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს