გუბერნატორი - სევეროდონეცკში მტერმა არტილერიაში მნიშვნელოვანი უპირატესობის გამო უკრაინელი სამხედროები უკან დახია

ლისიჩანსკში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსული ძალების ქმედებების შედეგად სამი ადგილობრივი მცხოვრები, მათ შორის ექვსი წლის ბავშვი, დაიღუპა, - ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი გაიდაი „ტელეგრამზე“ იუწყება.

„ლისიჩანსკში სამი ადგილობრივი მცხოვრები - კაცი და ქალი, ასევე 6 წლის ბავშვი, დაიღუპა და დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი", - განაცხადა გაიდაიმ.

მისი თქმით, ღამით დაიწვა სავაჭრო კომპლექსი და დაზიანდა კიდევ ოთხი სახლი. რუსებმა ასევე გაანადგურეს 11 სახლი ვრუბოვკაში, ოთხი - ზოლოტეში და ორი სახლი და საბავშვო ბაღი გორნიში.

"ჩვენმა ჯარისკაცებმა წარმატებით მოიგერიეს თავდასხმა ვიქტოროვკა-ვრუბოვკას და კამიშევახა-ვრუბოვკას მიმართულებით. მტერმა განაახლა შეტევითი მოქმედებები ზოლოტეს დასახლების ტერიტორიაზე", - განაცხადა გუბერნატორმა.

სევეროდონეცკში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, გაიდაიმ აღნიშნა, რომ მტერი აგრძელებს ქალაქის შტურმს, „გარკვეულწილად უკან დახია უკრაინელი სამხედროები“ არტილერიაში მნიშვნელოვანი უპირატესობის გამო.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე