გუბერნატორი - მტერი სევეროდონეცკის 70%-ს აკონტროლებს, „აზოტის“ ქარხნის თავშესაფრებში 500-მდე ადამიანი იმალება

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი გაიდაის ინფორმაციით, რუსები სევეროდონეცკის 70 პროცენტს აკონტროლებენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გაიდაის თქმით, „აზოტის“ ქიმიურ ქარხანაში 500-მდე მოქალაქე რჩება, მათგან 40 ბავშვია.

„რუსები მთლიანად აკონტროლებენ სევეროდონეცკის დიდ ნაწილს. „აზოტში“ 500-მდე მცხოვრები რჩება, მათგან 40 ბავშვია. ინდუსტრიულ ზონას მტერი მსხვილი კალიბრის არტილერიიდან უხსნის ცეცხლს“, - აცხადებს გაიდაი.

მისივე განმარტებით, „აზოტში“ თავშესაფრები არ არის ისეთი ძლიერი, როგორც მარიუპოლის „აზოვსტალში“, ამიტომ ხელისუფლება და სამხედროები ცდილობენ განახორციელონ ორგანიზებული ევაკუაცია უსაფრთხოების გარანტიებით. მისივე თქმით, გრძელდება მოქალაქეების „ჩუმი ევაკუაცია“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა