შალვა პაპუაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, ჰენრიკ თუნს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის არსებულ ნაყოფიერ ორმხრივ და მრავალმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ნორვეგიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი მიმოიხილეს, ასევე, ისაუბრეს უკრაინაში რუსეთის აგრესიასა და მის შედეგებზე.

არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, აღინიშნა მჭიდრო და რეგულარული პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობა.

ჰენრიკ თუნმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთიდან ნატოს ჯარების და სამოქალაქო პირების ევაკუაციისას გაწეული დახმარებისთვის.

ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ მიმდინარე წელს საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30-ე წლისთავი სრულდება.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს