მოსკოვში ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან გაერთიანების ე.წ. რეფერენდუმის საკითხზე დღეს კონსულტაცია გაიმართება

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის გაერთიანების რეფერენდუმის საკითხზე, კონსულტაციებს მოსკოვში გაივლის. ამის შესახებ Sputnik-ი იუწყება.

„კონსულტაციები დღეს გაიმართება. დელეგაციაში ასევე შედიან პარლამენტის თავმჯდომარე ალან ტადტაევი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ოლესია კოჩიევა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ემილია გაგიევი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი მედოევი და პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩეველი კონსტანტინე კოჩიევი", - ნათქვამია გამოცემის ინფორმაციაში.

მარტის ბოლოს, ე.წ. რესპუბლიკის ყოფილმა დე ფაქტო მეთაურმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთი გადადგამს ნაბიჯებს რუსეთის შემადგენლობაში შესვლისა და შემდგომში ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანებისთვის.

ბიბილოვის თქმით, „რესპუბლიკამ“ არაერთხელ სცადა რუსეთის შემადგენლობაში შესვლა და ამ მიზნის მიღწევა ხალხის სურვილია.

გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი პრეზიდენტის ბრძანებულებით 17 ივლისს დაინიშნა. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა მოსკოვთან კონსულტაციების მოლოდინში რეფერენდუმის ჩატარების ბრძანება შეაჩერა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს