ვოლოდიმირ ზელენსკი - უთხარით ყველას, ვინც ჯერ კიდევ იძულებულია, ნახოს რუსეთის დროშა ჩვენს  მიწაზე,  უკრაინის ჯარი აუცილებლად მოვა - ყველა რუს ოფიციალურ პირს ახსოვდეს: ეს არ არის ის მიწა, სადაც სიმშვიდე ექნებათ

ყველა რუს ოფიციალურ პირს, ვინც ყირიმის ძვირფასი მიწა წაგვართვა, ახსოვდეს: ეს არ არის ის მიწა, სადაც მათ სიმშვიდე ექნებათ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ვთხოვ ყველას, ვისაც ასეთი შესაძლებლობა აქვს, დაუკავშირდით ხალხს ოკუპირებულ სამხრეთში, დონბასში, ხარკოვის რეგიონში და უამბეთ მათ უკრაინის შესახებ. ამცნეთ მათ სიმართლე. თქვით, რომ ტერიტორიები იქნება განთავისუფლებული. უთხარით კირილივკას, ჰენიჩესკს, ბერდიანსკს, მანჰუშს. უთხარი ჰორლივკას, დონეცკს, ლუგანსკს. უთხარით ყველას ხარკოვის რეგიონში, ვინც ჯერ კიდევ იძულებულია ნახოს რუსეთის დროშა ჩვენს უკრაინულ მიწაზე. უთხარით, რომ უკრაინის ჯარი აუცილებლად მოვა. რა თქმა უნდა, ჩვენს ყირიმსაც გავათავისუფლებთ. უკრაინის დროშა კვლავ იფრიალებს იალტისა და სუდაკის, ჯანკოისა და ევპატორიას თავზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

სევეროდონეცკზე საუბრისას კი უკრაინის პირველმა პირმა დასძინა, რომ ამ ბრძოლის ადამიანური ღირებულება მათთვის ძალიან მაღალია.

მისი თქმით, ეს უბრალოდ საშინელებაა.

შეგახსენებთ, სევეროდონეცკი ქვეყნის აღმოსავლეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქად მიიჩნევა და მასზე სრულ ოკუპაციას რუსული ძალები უახლოვდებიან.

რეგიონის გუბერნატორმა დღეს საღამოს განაცხადა, რომ ქალაქისკენ მიმავალი სამივე ხიდი განადგურებულია.

ამასთან, დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის სამხედრო წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სევეროდონეცკში დარჩენილი უკრაინელი ჯარისკაცები უნდა „ჩაბარდნენ ან მოკვდნენ“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა