გურამ მაჭარაშვილი - კელი დეგნანმა იმიტომ ჩათვალა საჭიროდ განცხადების გაკეთება, რომ დაინახა სხვადასხვა პოლიტიკოსების მოწოდება, რომ ომში უნდა ჩათრეულიყო საქართველო და კარგია, რომ დააფიქსირა აშშ-ის პოზიცია

იმის თქმა, რომ საქართველოში არადემოკრატიული პროცესებია, არამხოლოდ უსამართლობა, არამედ შეურაცხყოფაა და ამას ხედავს ხალხი- მათ აქვთ სურვილი, დაიცვან საკუთარი ქვეყნის ღირსება და უპასუხონ ისე ნებისმიერ რეზოლუციას თუ განცხადებას, როგორც ამას მოითხოვს საკუთარი ქვეყნის ინტერესები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა "გორბის" კვლევის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საჯაროდ არის გაცხადებული ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, თუ ვის სურს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, ვის არ სურს და "სამკითხაოც აღარაფერია."

"კითხვის ფორმულირება როგორიც არ უნდა იყოს საზოგადოებას აქვს პოზიცია და ხედავს, რომ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ხდება არამხოლოდ ქვეყანაში არამედ ქვეყნის გარეთაც გარკვეული ტიპის გადაწყვეტილებების მიღება. აქედან გამომდინარეობს მათი განწყობა, რომ სურთ დაიცვან ქვეყნის სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა კელი დეგნანის განცხადებას, რომლის თანახმად 100 პროცენტით რუსული დეზინფორმაციაა, რომ აშშ- ს სურს საქართველო ომში ჩაითრიოს და აღნიშნა, რომ კელი დეგნანს ეთანხმება, თუმცა, ამ რუსულ პროპაგანდას ხელი არ უნდა შეუწყოს კანდიდატის სტატუსის არმიცემამ. ამასთან, მაჭარაშვილი განმარტავს, რომ ომზე საუბარი არა მათ, არამედ საქართველოში ოპოზიციამ და უკრაინაში პრეზიდენტის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა დაიწყო.

"ომზე ჩვენ როგორ ვსაუბრობთ?! გამოდიან პოლიტიკოსები საქართველოში თუ ფარგლებს გარეთ, რომლებიც პირდაპირ მოგვიწოდებენ, რომ მხოლოდ ჩვენი ბავშვები და ქალები არ უნდა დაიხოცონ, პირდაპირ გეუბნებიან ჩაერთეთ ომში, დაიბრუნეთ აფხაზეთი, სააკაშვილი რომ იყოს ომს დაიწყებდა. ომზე ჩვენ კი არ დავიწყეთ საუბარი, დაიწყო მავანმა, მავანი ვინ არის და არესტოვიჩი და ბევრი სხვა და საქართველოში აჰყვა რადიკალური ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი. კელი დეგნანმა იმიტომ ჩათვალა საჭიროდ ამ განცხადების გაკეთება, რომ დაინახა სხვადასხვა პოლიტიკოსების მოწოდება, რომ ომში უნდა ჩათრეულიყო საქართველო და კარგია, რომ დააფიქსირა აშშ- ის პოზიცია, რომ რუსული პროპაგანდაა ის, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდათ, -განაცხადა მაჭარაშვილმა.

„როცა მესმის ხალხის ნათქვამი, რომ შეერთებული შტატები საქართველოს წინააღმდეგ მუშაობს, საქართველოს ომში ჩათრევას ან მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს, ეს არის 100%-ით რუსული დეზინფორმაცია, ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს“ , - განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა. მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერი გააკეთა ამ ომის შესაჩერებლად.

ელჩის თქმით, საომარი მოქმედებების დაწყებამდეც კი, ამერიკის შეერთებული შტატები იყო ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად მუშაობდა ამ ომის თავიდან ასაცილებლად.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს