ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დასკვნას 17 ივნისს გამოაქვეყნებს

ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დასკვნას 17 ივნისს გამოაქვეყნებს. ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა ერიკ მამერმა განაცხადა.

„პრესაში წავიკითხე ინფორმაცია, რომ ევროკომისიამ გუშინ მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არის სრული სიცრუე. კომისიამ გუშინ არაფერი გადაწყვიტა, გამართა შესავალი დებატები, რომელიც საშუალებას აძლევს საბჭოს წევრებს გამოთქვან აზრები და შეხედულებები ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა მამერმა.

მისი თქმით, ევროკომისართა საბჭო ახლა დებატებს ამზადებს და შესაბამისი სამსახურები დოკუმენტაციას ასრულებენ.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ 23-24 ივნისს ელიან.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს