სალომე ზურაბიშვილი - ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე ტექსტი ფაქტობრივი უზუსტობებით და დაუსაბუთებელი ბრალდებებით ერთი რამის მანიშნებელია - არ იყო გაწეული სათანადო მუშაობა ევროპარლამენტის პარტიებთან

გაფუჭებული საქმე ყველაზე ნათლად გამოჩნდა რეზოლუციის იმ ნაწილში, რომელიც აპელირებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე. ასეთი ტექსტი თავისი ფაქტობრივი უზუსტობებით და დაუსაბუთებელი ბრალდებებით მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელია, რომ არ იყო გაწეული სათანადო მუშაობა იმ ევროპარლამენტის პარტიებთან, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ რეზოლუციის მომზადებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტის განმარტებით, ოპოზიცია თავისი მიზნების მისაღწევად მუშაობდა, მთავრობას კი ის სამუშაო, რომელიც მას ევალებოდა, არ ჩაუტარებია და ამის ნაცვლად „ხან დუმილი, ხან სერიოზულ კითხვებზე შეურაცხმყოფელი პასუხები არჩია“, რის გამოც „შესაბამისი შედეგიც მიიღო“.

„გაფუჭებული საქმე აშკარად გამოვლინდა სხვადასხვა კუთხით. პირველი არის ევროპარლამენტის რეზოლუცია. ეს ყველაზე ნათლად გამოჩნდა იმ ნაწილში, რომელიც აპელირებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე, ასეთი ტექსტი თავისი ფაქტობრივი უზუსტობებით და დაუსაბუთებელი ბრალდებებით მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელია, რომ არ იყო გაწეული სათანადო მუშაობა იმ ევროპარლამენტის პარტიებთან, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ რეზოლუციის მომზადებაში. ეს ეხება ევროპარლამენტის ყველა პარტიას, თავის მხრივ, ოპოზიცია მუშაობდა თავისი მიზნების მისაღწევად, მთავრობას კი ის სამუშაო, რომელიც მას ევალებოდა, არ ჩაუტარებია, არჩია ხან დუმილი, ხან შეურაცხმყოფელი პასუხები სერიოზულ კითხვებზე, შედეგიც მიიღო“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის შეფასებით, ევროკავშირის მიერ მიღებული რეზოლუცია უფრო განწყობის გამოხატვაა, ვიდრე რაიმე გადაწყვეტილების დაანონსება, შესაბამისად, საზოგადოება შეცდომაში არ უნდა იყოს შეყვანილი.

„უნდა გვესმოდეს, რომ ეს რეზოლუცია უფრო განწყობის გამოხატვაა, ვიდრე რაიმე გადაწყვეტილების დაანონსება, რომლის ფაქტობრივი საფუძველიც ამჟამად არ არსებობს. საზოგადოება არ უნდა იყოს შეყვანილი შეცდომაში, ეს რეზოლუცია მხოლოდ ერთვარი გაღიზიანების გამოვლენაა, ზოგი კი რადიკალური ოპოზიციის თანმიმდევრული მუშაობისა და ხელისუფლების დუმილის და უმოქმედობის შედეგია. ეს არ წარმოადგენს არც გადაწყვეტილებას და არც მზაობას ევროკავშირის მხრიდან, რომ ასეთ ზომებს მიმართოს. სიმართლეს ასევე არ წარმოადგენს განაცხადი, რომ უკვე იყოს დაწესებული რაიმე ფორმის სანქციები. ეს ბუნდოვანება ემსახურება იმას, რომ გადაიფაროს მათი დანაშაული, ვისაც ეს მუშაობა ევალებოდა და ყველაფერი არ ეცადა, რათა ეს უსამართლობა ქვეყნისთვის აერიდებინა თავიდან. ამ დანაშაულზე კონსპირაციული თეორიებით და ანტიევროპული განცხადებები მხოლოდ საკუთარი დაუდევრობის გადაფარვის მცდელობაა“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო