ირაკლი კობახიძე მიშელის დოკუმენტზე - ჩამოდიან უცხოელი პოლიტიკოსები და სელფებს იღებენ იმ პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, ვინც ხელს არ აწერს დოკუმენტს 100 დღის განმავლობაში - ნული კრიტიკა, ნული მოწოდება, ჩვენ იდიოტები ხომ არ ვართ?!

მეორე მხარე ხელს არ აწერს მიშელის დოკუმენტს და არავინ ერთ განცხადებასაც კი არ აკეთებს „ნაცმოძრაობის“ მიმართ, პირიქით, ჩამოდიან უცხოელი პოლიტიკოსები და სელფებს იღებენ იმ პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ 19 აპრილის შეთანხმებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ იმ დროს უცხოელ პოლიტიკოსებს ოპოზიცია არ გაუკრიტიკებიათ, რომელიც შეთანხმებას ხელს არ აწერდა.

„სისტემა არის ორპოლუსიანი. ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება“, მეორე მხარეს - „ნაციონალური მოძრაობა“. 100 დღის განმავლობაში ჩვენ საერთოდ არ გვეკუთვნოდა პოლიტიკურად ამ დოკუმენტის ხელმოწერა, რადგან არავითარი კრიზისი არ არსებობდა, ვერ დაამტკიცეს არჩევნების გაყალბება, პირიქით. დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი. ამის შემდეგ გადის ზუსტად 100 დღე, „ნაცმოძრაობა“ და დამატებით, სხვ პარტიები, მეორე მხარე ხელს არ აწერს ამ დოკუმენტს და არავინ ერთ განცხადებასაც კი არ აკეთებს „ნაცმოძრაობის“ მიმართ, პირიქით, ჩამოდიან უცხოელი პოლიტიკოსები, აღარ ჩამოვთვლი ვინ, დიპლომატები, მათ შორის აქაური და სელფებს იღებენ იმ პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, ვინც ხელს არ აწერს დოკუმენტს 100 დღის განმავლობაში. ნული კრიტიკა, ნული მოწოდება და სელფებს იღებენ ამ პარტიის ლიდერებთან. ასეთ დროს ჩვენ იდიოტები ხომ არ ვართ?!“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ირაკლი კობახიძე მიშელის დოკუმენტზე - ჩამოდიან უცხოელი პოლიტიკოსები და სელფებს იღებენ იმ პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, ვინც ხელს არ აწერს დოკუმენტს 100 დღის განმავლობაში - ნული კრიტიკა, ნული მოწოდება, ჩვენ იდიოტები ხომ არ ვართ?!

მეორე მხარე ხელს არ აწერს მიშელის დოკუმენტს და არავინ ერთ განცხადებასაც კი არ აკეთებს „ნაცმოძრაობის“ მიმართ, პირიქით, ჩამოდიან უცხოელი პოლიტიკოსები და სელფებს იღებენ იმ პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ 19 აპრილის შეთანხმებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ იმ დროს უცხოელ პოლიტიკოსებს ოპოზიცია არ გაუკრიტიკებიათ, რომელიც შეთანხმებას ხელს არ აწერდა.

„სისტემა არის ორპოლუსიანი. ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება“, მეორე მხარეს - „ნაციონალური მოძრაობა“. 100 დღის განმავლობაში ჩვენ საერთოდ არ გვეკუთვნოდა პოლიტიკურად ამ დოკუმენტის ხელმოწერა, რადგან არავითარი კრიზისი არ არსებობდა, ვერ დაამტკიცეს არჩევნების გაყალბება, პირიქით. დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი. ამის შემდეგ გადის ზუსტად 100 დღე, „ნაცმოძრაობა“ და დამატებით, სხვ პარტიები, მეორე მხარე ხელს არ აწერს ამ დოკუმენტს და არავინ ერთ განცხადებასაც კი არ აკეთებს „ნაცმოძრაობის“ მიმართ, პირიქით, ჩამოდიან უცხოელი პოლიტიკოსები, აღარ ჩამოვთვლი ვინ, დიპლომატები, მათ შორის აქაური და სელფებს იღებენ იმ პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, ვინც ხელს არ აწერს დოკუმენტს 100 დღის განმავლობაში. ნული კრიტიკა, ნული მოწოდება და სელფებს იღებენ ამ პარტიის ლიდერებთან. ასეთ დროს ჩვენ იდიოტები ხომ არ ვართ?!“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო