უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ სვიატოჰირსკის მერი ვოლოდიმირ ბანდურა ღალატშია ეჭვმიტანილი

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ სვიატოჰირსკის მერი ვოლოდიმირ ბანდურა ღალატშია ეჭვმიტანილი.

მერის წინააღმდეგ გამოძიება "მტრის მხარეზე გადასვლის" ფარგლებში მიმდინარეობს.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში სახელმწიფო მბრალდებელმა ბანდურა, ოკუპირებული სვიატოჰირსკის სათავეში ყოფნასთან დაკავშირებით რუსეთის წინადადების მიღებაში დაადანაშაულა.

როგორც ცნობილია, 13 ივნისს, პრორუსმა, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა დენის პუშილინიმ განაცხადა, რომ ბანდურა მათ მხარეს გადავიდა.

„ბანდურა ისევე ელოდა გათავისუფლებას, როგორც სვიატოჰირსკის ბევრი მცხოვრები. ის მხარს უჭერს რუსეთის სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უკრაინაში”, - დასძინა პუშილინმა „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.

პუშილინმა მერთან შეხვედრის ფოტო გამოაქვეყნა.

“აშკარა მიზეზების გამო, მას თავისი პოზიციის დამალვა მოუწია - ამოცანა იყო ხალხის უსაფრთხოება”, - დასძინა პუშლინმა ბანდურას შესახებ „ტელეგრამზე“.

თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის თქმით, რთულ დროს ვოლოდიმირ ბანდურამ არ დატოვა თანამდებობა, მას პატივს სცემს და მხარს უჭერს მოსახლეობა, რის გამოც ქალაქ სვიატოჰირსკის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა შესთავაზა.

ცნობისთვის, რუსულმა ძალებმა სვიატოჰირსკი ცოტა ხნის წინ აიღეს.

ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს