ვოლოდიმირ ზელენსკი-ყველაზე სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს სევეროდონეცკში, დანაკარგები, სამწუხაროდ, მტკივნეულია

ყველაზე სასტიკი ბრძოლა სევეროდონეცკში და მიმდებარე ყველა ქალაქსა და თემში მიმდინარეობს. დანაკარგები, სამწუხაროდ, მტკივნეულია. მტკივნეული დანაკარგები გვაქვს ხარკოვის ოლქში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში დონბასში მიმდინარე ბრძოლაში მკვეთრი ცვლილებები არ მომხდარა.

„ყველაზე სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს სევეროდონეცკში და მიმდებარე ყველა ქალაქსა და თემში. დანაკარგები, სამწუხაროდ, მტკივნეულია, მაგრამ მაგრად უნდა ვიდგეთ. დონბასში არ დანებება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რაც უფრო მეტ დანაკარგს განიცდის იქ მტერი, მით ნაკლები ძალა ექნება აგრესიის გასაგრძელებლად. ამიტომ, დონბასის მიმართულება გადამწყვეტია იმისთვის, თუ ვის ექნება უპირატესობა უახლოეს კვირებში.

მტკივნეული დანაკარგები გვაქვს ხარკოვის ოლქში, სადაც რუსული არმია პოზიციების განმტკიცებას ცდილობს. ბრძოლები ამ მიმართულებით გრძელდება და ჩვენ ჯერ კიდევ მძიმე ბრძოლა გვიწევს ხარკოვისა და რეგიონის სრული უსაფრთხოებისთვის,”- აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის სამხრეთით ოკუპანტების წინააღმდეგ ზეწოლა გრძელდება. „მთავარი მიზანი ხერსონის გათავისუფლებაა და ჩვენ ამ მიმართულებით ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ,”- აღნიშნა პრეზიდენტმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა