რუსებმა ქალაქი აპოსტოლოვო დაბომბეს, დაიღუპა 4 ადამიანი

რუსული ძალების მიერ დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ აპოსტოლოვოს დაბომბვის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ აპოსტოლოვოს მერმა, ანდრეი ოსამ Telegram-ში დაწერა.

„ქალაქი აპოსტოლოვო მტრის „ურაგანებით“ დაბომბეს. არის ოთხი დაღუპული,“- განაცხადა მან.

ანდრეი ოსას ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის და პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.

მერმა მოსახლეობას მოუწოდა, სიფრთხილე გამოიჩინონ და ლითონის ნივთებს არ შეეხონ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო