უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას 50-მდე ქვეყნის თავდაცვის უწყებების წარმომადგენლები დაესწრებიან

უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას, რომელიც დღეს ბრიუსელში უნდა გაიმართოს, 50-მდე ქვეყნის თავდაცვის უწყებების წარმომადგენლები დაესწრებიან, - ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელმა ნატოში, ჯულიანა სმიტმა განაცხადა.

„ოთხშაბათს შეერთებული შტატები მასპინძლობს უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას. შეხვედრაზე 50-მდე ქვეყნის წარმომადგენლები შეიკრიბებიან, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, განიხილება უკრაინის ბრძოლის ველებზე არსებული ვითარება. მონაწილეები განიხილავენ, თუ რა დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევა შეუძლიათ უკრაინისთვის, რათა დაეხმარონ მას ამ ომში გამარჯვების უზრუნველყოფაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს