ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - უკრაინელი სამხედროები, რამდენიმე ასეულ მშვიდობიან მოქალაქესთან ერთად, “აზოტის“ ქიმიურ ქარხანაში მიწისქვეშა ბუნკერებს აფარებენ თავს

ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მძიმე ბრძოლის შედეგად, რუსული ძალები სევეროდონეცკის უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ. რუსეთის ომის ტაქტიკამ, რომელიც ეყრდნობა არტილერიის მძიმე გამოყენებას, მთელ ქალაქში დიდი ზარალი გამოიწვია, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ანგარიშშია აღნიშნული.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების ელემენტები, რამდენიმე ასეულ მშვიდობიან მოქალაქესთან ერთად, ქალაქის ინდუსტრიულ ზონაში მდებარე “აზოტის“ ქიმიურ ქარხანაში, მიწისქვეშა ბუნკერებს აფარებენ თავს“, - აცხადებენ უწყებაში.

თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, რუსული ძალები სავარაუდოდ განლაგდებიან „აზოტსა“ და მის გარშემო, ხოლო უკრაინელ მებრძოლებს შეუძლიათ მიწისქვეშა თავშესაფრებში გადარჩენის მიზნით დარჩენა. უწყებაში ვარაუდობენ, რომ ეს დროებით ხელს შეუშლის რუსეთს, ამ ქვედანაყოფებს საბრძოლო ამოცანების სხვა ადგილებში განხორციელება დაავალოს. ამასთან, ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინული ძალებისგან ასეთ მძლავრ წინააღმდეგობას არ ელოდა.

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი თავდაპირველი შეჭრის დაგეგმვისას, ასეთ მძლავრ წინააღმდეგობას, ან ასეთ ნელ, გამომფიტველ კონფლიქტს მოელოდა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი