ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინის საზღვრის გასწვრივ მარცვლეულის შესანახი დროებითი ნაგებობები აშენდება

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინის საზღვრის გასწვრივ, მათ შორის პოლონეთში, მარცვლეულის შესანახი დროებითი ნაგებობები აშენდება, რაც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის განხორციელებას შეუწყობს ხელს.

„ვმუშაობ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, რათა უკრაინაში ჩარჩენილი 20 მილიონი ტონა მარცვლეული ბაზარზე გავიტანოთ და ხელი შევუწყოთ სურსათზე ფასების შემცირებას. ვაპირებთ ავაშენოთ დროებითი ნაგებობები, უკრაინის საზღვრებზე, მათ შორის პოლონეთში,“- განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები მუშაობს უკრაინიდან მარცვლეულის სარკინიგზო გზით გამოტანის გეგმაზე, მაგრამ უკრაინის სარკინიგზო ლიანდაგები განსხვავდება ევროპულისგან, ამიტომ მარცვლეული საზღვარზე სხვადასხვა მატარებელში უნდა გადაიტანონ. ბაიდენმა განმარტა, რომ მარცვლეულის გადატანა თავდაპირველად შესაძლებელია უკრაინის რკინიგზის ვაგონებიდან მარცვლეულის შესანახ ახალ ნაგებობებში, შემდეგ კი ევროპის სატვირთო ვაგონებში. მაგრამ ამას დრო სჭირდება“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და შავი ზღვის პორტების ბლოკადის შემდეგ, მარცვლეულის მიწოდება შეჩერდა და 20 მილიონ ტონაზე მეტი სილოსებშია ჩარჩენილი.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა