„საქართველოს რკინიგზა“ სამხრეთ კავკასიის რკინიგზის დელეგაციას მასპინძლობს

„საქართველოს რკინიგზის“ დელეგაცია გენერალური დირექტორის ხელმძღვანელობით სომხეთის რკინიგზის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს რკინიგზიდან“ აცნობეს, მხარეებმა მიმდინარე წლის 5 თვის ერთობლივი მუშაობის შედეგები განიხილეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2022 წლის პირველ 5 თვეში, საქართველოს რკინიგზის გავლით სომხეთიდან ტრანზიტული 180,7 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო 274,4 ათასი ტონა იმპორტირებული ტვირთი არის გადაზიდული.

მეზობელი ქვეყნების სარკინიგზო ადმინისტრაციები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში ტვირთების გაზრდის მიზნით, პერმანენტულ სამუშაოებს განახორციელებენ, ასევე მოქნილ სატარიფო პოლიტიკასა და ტრანსპორტირების ვადების შემცირებაზე იმუშავებენ.

შეხვედრაზე მხარეებმა გადაზიდვის პროცესის ავტომატიზაციისა და გაციფრულების საკითხებზეც იმსჯელეს. ასევე განიხილეს სამგზავრო გადაყვანები. სტატისტიკის თანახმად, ადმინისტრაციებმა მიმდინარე წელს თბილისიდან ერევნის მიმართულებით და პირიქით, ათი ათასზე მეტი მგზავრი გადაიყვანეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ზაფხულში მგზავრთნაკადის გაზრდის შემთხვევაში, ქვეყნებს შორის რეისების რაოდენობა დაემატება.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოსა და სომხეთის რკინიგზის ხელმძღვანელებმა შეხვედრის ოქმს ხელი მოაწერეს და იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთგამოცდილების გაზიარების პროცესი გაგრძელდება და სარკინიგზო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-სა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხებზე, არარეალისტურად მიმაჩნია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს