აშშ-ში აცხადებენ, რომ ქვეყნები, რომლებიც პუტინის მხარეს არიან, "ისტორიის არასწორ მხარეს" იქნებიან

შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ქვეყნები, რომლებიც პუტინის მხარეს არიან უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, "ისტორიის არასწორ მხარეს" იქნებიან.
ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.
„ჩინეთი აცხადებს, რომ ნეიტრალურია, მაგრამ მისი ქცევა ცხადყოფს, რომ ის რუსეთთან მჭიდრო კავშირებშია და კვლავ ინვესტიციას ახორციელებს“, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
როგორც მედია წერს, ჩინეთის რუსეთთან ორმხრივი ვაჭრობა წლის პირველ კვარტალში, წინა წლის მაჩვენებელან შედარებით, 28%-ით გაიზარდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით ზრდაა.
შეგახსენებთ, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რა დროსაც სი ძინპინმა ვლადიმერ პუტინი ოფიციალური პეკინის მიერ რუსეთის „სუვერენიტეტსა და უსაფრთხოების“ მხარდაჭერაში დაარწმუნა.
კრემლის ცნობით, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენები, ოფიციალური მოსკოვის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე, ეკონომიკური თანამშრომლობის გაზრდაზე შეთანხმდნენ.

























