უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი - ლუგანსკში ოკუპანტები ერთდროულად 9 მიმართულებით გვიტევენ

ლუგანსკის ოლქისთვის სასტიკი ბრძოლა გრძელდება, ოკუპანტები ერთდროულად 9 მიმართულებით შეტევას ცდილობენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსმა ოკუპანტებმა თავიანთი ძირითადი დამრტყმელი ძალების ლუგანსკის ოლქის ჩრდილოეთით კონცენტრირება მოახდინეს.

„შეტევა მიმდინარეობს პოპასნაია-კამიშევახის, ლისიჩანსკის, პოპასნაია-ნიკოლაევკას, პოპასნაია-ბერესტოვოეს, ბოგოროდიჩნოე-სლავიანსკის, იზიუმ-სლავიანსკის, პოპასნაია - სვეტლოდარსკის, სევეროდონეცკი-ლისიჩანსკისა და ტოშკოვკა-კამიშევახას მიმართულებებით,“- აღნიშნა ზალუჟნიმ.

მისი თქმით, ოკუპანტები, უკრაინული ჯარების განსადევნად, იყენებენ ავიაციას, მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემებსა და არტილერიას.

"სევეროდონეცკი არის საკვანძო წერტილი ლუგანსკის ოლქის თავდაცვის ოპერაციების სისტემაში. ქალაქი სხვაგვარად არ შეიძლება განიხილებოდეს", - განაცხადა ვალერი ზალუჟნიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა