ენტონი ბლინკენი - აშშ-სა და 40-ზე მეტი მოკავშირისა და პარტნიორის დახმარება აძლიერებს უკრაინის პოზიციას მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, უზრუნველყოფს ბრძოლის ველზე გამარჯვებას და ამყარებს უკრაინის პოზიციებს მოლაპარაკებების მაგიდასთან

დღეს ჩვენ გამოვაცხადეთ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით დამატებით 1 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ, რითაც რუსეთის უკრაინაში სასტიკი და არაპროვოცირებული სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების საერთო რაოდენობა 5.6 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული.

„აშშ-სა და 40-ზე მეტი მოკავშირისა და პარტნიორის დახმარება აძლიერებს უკრაინის პოზიციას მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, უზრუნველყოფს ბრძოლის ველზე გამარჯვებას და ამყარებს უკრაინის პოზიციებს მოლაპარაკებების მაგიდასთან. ჩვენ დავუწესეთ ძლიერი სანქციები რუსეთს, გავაძლიერეთ ნატო-ს თავდაცვა აღმოსავლეთ ფლანგზე და გავუწიეთ სამხედრო და სხვა სახის ისტორიული დახმარება უკრაინას, რადგან ის მამაცურად იცავს საკუთარ ტერიტორიასა და თავისუფლებას", - აცხადებს ენტონი ბლინკენი.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიზანი დასავლეთის ქვეყნებში აზრთა სხვაობის გაღვივება იყო.

„როდესაც გადაწყვიტა, დაეწყო გაუმართლებელი შეჭრა მეზობლის წინააღმდეგ, პრეზიდენტმა პუტინმა განიზრახა შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების გაყოფა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ახლა უფრო ძლიერები და ერთიანები ვართ, ვიდრე ოდესმე. კრემლი ფიქრობდა, რომ შეარყევდა, ან, უფრო მეტიც, დაამხობდა უკრაინის მთავრობას, მაგრამ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინის დემოკრატიულად არჩეული მთავრობა მტკიცედ დგანან. რუსულმა ძალებმა წააგეს ბრძოლა კიევისთვის და განაგრძეს ნელი და გამანადგურებელი შეტევა უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში, რასაც წინააღმდეგობას უწევენ უკრაინის მტკიცე და მამაცი დამცველები,“- აღნიშნულია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს