მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, პროცესის „ვივამედში“ ჩატარებასთან დაკავშირებით შუამდგომლობას დააყენებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა პროცესის “ვივამედში“ ჩატარებასთან დაკავშირებით შუამდგომლობას დააყენებს. აღნიშნულის შესახებ ვეფხვაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც პროკურორი განმარტავს, თავდაპირველად, ბრალდების მხარე გასვლით სხდომასთან დაკავშირებით სასამართლოს პოზიციას მოისმენს, რის შემდეგაც, უკვე შუამდგომლობას დააყენებენ.

„ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი, რომელიც საზღვრის კვეთას ეხება, დღეს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდება. გასულ სხდომაზე იყო მსჯელობა გასვლით სხდომასთან დაკავშირებით, რადგან ვერ ხერხდება ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვა. ბრალდების მხარე დღევანდელ სხდომაზე დააყენებს შუამდგომლობას გასვლით სხდომასთან დაკავშირებით, რომ „ვივამედში“ ჩატარდეს.

სასამართლო იმსჯელებს აღნიშნულ შუამდგომლობაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პროცესი ჩატარდეს და მისი გაჭიანურება ხელოვნურად არ მოხდეს. ბრალდების მხარეს ყველა მტკიცებულება გამოკვლეული აქვს, დაცვის მხარეს მხოლოდ ბრალდებულის ჩვენება აქვს მოსასმენი, შესაბამისად, დავკითხავთ ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს“, - განაცხადა ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდება. თუკი, სასამართლო ბრალდების მხარის შუამდგომლობას გასვლითი სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით დააკმაყოფილებს, პროცესი კლინიკა „ვივამედში“ჩატარდება, სადაც მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი