ბადრი ჯაფარიძე - პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერთან შეხვედრის შესაძლებლობას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ვთხოვოთ მეგობრებს, ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა არ შეასუსტონ

„ლელოს" გენერალური მდივანი, ბადრი ჯაფარიძე და საგარეო მდივანი, გრიგოლ გეგელია პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერს ხვდებიან.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხება საქართველოში არსებულ ვითარებას და ქვეყნის პერსპექტივას ევროკავშირთან მიმართებით. მისივე თქმით, აღნიშნულ პროცესში აქტიურად არის ჩართული პოლონეთი.

„ხვალ უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის დასკვნა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ფასდება საქართველოში არსებული ვითარება, ისევე, როგორც მოლდოვასა და უკრაინაში. ამ დასკვნას და რეკომენდაციებს ექნება უდიდესი მნიშვნელობა ევროპული საბჭოს შეხვედრის წინ, შესაბამისად, საუბარი სავარაუდოდ ამ თემებზე იქნება.

პოლონეთი არის ჩვენი ქვეყნის უერთგულესი მეგობარი, ევროკავშირში ინტეგრაციის დიდი მხარდამჭერი და ამ შესაძლებლობას გამოვიყენებ. პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერთან შეხვედრის შესაძლებლობას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ვთხოვოთ ჩვენს მეგობრებს, რომ ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა არ შეასუსტონ ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს