მარიო დრაგი ირპინში ვიზიტის შემდეგ - ჩვენ ყველაფერს აღვადგენთ

ჩვენ ყველაფერს აღვადგენთ, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად განადგურებულ ქალაქ ირპინში ვიზიტის შემდეგ განაცხადა.

„მათ დაანგრიეს ბაგა-ბაღები, სათამაშო მოედნები და ყველაფერი აღდგება“, - აღნიშნა დრაგიმ.

შეგახსენებთ, ევროკავშირის სამი უმსხვილესი ეკონომიკის ლიდერები - საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი უკრაინას სტუმრობენ.

მათთან ერთად იმყოფება რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისიც. ის უკრაინაში ცალკე მატარებლით ჩავიდა.

ვახტანგ ძაბირაძე - საქართველო უფრო მოწყვლადი ხდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2026