პრეზიდენტი - ჩემთვის ორგანიზება არ ნიშნავს მიკროავტობუსებით ადამიანების ჩამოყვანას - დღეს არჩეული თარიღი, არავისთან შეჯიბრი არ იყო

ჩემთვის ორგანიზება არ ნიშნავს მიკროავტობუსებით ადამიანების ჩამოყვანას, აქტივისტების თავმოყრას ან სხვას. ეს არის ერის თავისუფალი ხედვის გამოხატვა, რასაც ნელ-ნელა ვისწავლით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ დღევანდელ აქციას არ დაესწრებიან, ვინაიდან, მას „ორგანიზებულობა“ აკლია.

ზურაბიშვილის შეფასებით, დღევანდელი აქციის თარიღი არავისთან შეჯიბრების გამო არ ჩანიშნულა და ევროკომიის მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მისაღებ რეკომენდაციას უკავშირდებოდა.

პრეზიდენტის თქმით, მისი აქციაზე გამოსვლა იმის მაჩვენებელია, რომ შედეგებთან დაკავშირებით "ბრმა ოპტიმიზმი" არ აქვს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს ხელი არავინ შეუშალოს. დღევანდელი დღეს არჩეული თარიღი, არავისთან შეჯიბრი არ იყო, ვიცოდი, რომ 17 ივნისს იქნებოდა პირველი რეკომენდაცია. ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება, მაგრამ ყველა ფორმის გამოსვლას მივესალმები. დღეს გვაქვს „ლუფტი“, ხვალ არის რეკომენდაცია კომისიის, რომელიც არცერთმა არ ვიცით, რა იქნება, ამის შემდეგ 23-24 ივნისს იქნება ევროკავშირის გადაწყვეტილება. თუ მე აქ გამოვედი, ეს იმის მაჩვენებელია, რომ შედეგებთან დაკავშირებით ბრმა ოპტიმიზმი არ მაქვს, თუმცა ვთვლი, რომ საქართველოს აქვს უფლება იყოს იქ, სადაც მის მოსახლეობას უნდა. ამისთვის ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. პასუხისმგებლობა აკისრია ხელისუფლებას, რომელმაც უნდა გადადგას ნაბიჯები და ხვალინდელი რეკომენდაციები გვაჩვენებს, რა მიმართლებით არის ნაბიჯები გადასადგმელი“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა