სალომე სამადაშვილი - თუ საუბარია, რატომ არ იყო ხალხმრავლობა დღევანდელ აქციაზე, ალბათ, იმიტომაც, რომ დამაბნეველია  - დამაბნეველია პრეზიდენტის გზავნილი, რომ „ოცნების“ ხელისუფლება ცუდია, მაგრამ ივანიშვილის გარშემო, ჯებირები შევქმნათ

თუ საუბარია იმაზე, რატომ არ იყო ხალხმრავლობა დღევანდელ აქციაზე, ალბათ, იმიტომაც, რომ დამაბნეველია საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, დამაბნეველია თავად სალომე ზურაბიშვილის განცხადებებიც, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ცუდი, „მაგრამ ივანიშვილის გარშემო, მოდი, რაღაც ჯებირები შევქმნათ“ და დღევანდელ აქციაზე მისული ხალხის რაოდენობაც სწორედ ამის მანიშნებელია.

„ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები მაინც და მაინც ლოგიკური არ არის, რადგან მან პირდაპირ თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პრობლემა; თქვა, რომ ჩავიდა ბრიუსელში, დახვდა გაფუჭებული საქმე, განაცხადა, რომ არ გაუშვეს პარიზში ვიზიტით. თუ ხედავ, რომ ეს პოლიტიკური ძალა უშლის ხელს შენი ქვეყნის მომავალს და თუ გაქვს გაცხადებული, რომ შენი არჩევანი არის, ეს ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, მაშინ ვფიქრობ, ყველასთვის გასაგებია, რომ 20 ივნისს შეიძლება გაჟღერდეს კრიტიკა „ქართული ოცნების“ მიმართულებით და იყოს შეფასებები, რომელიც კრიტიკულია ამ ხელისუფლების მიმართ. ამ კრიტიკას თუ იზიარებ და თუ ამბობ, რომ ევროკავშირი არის დღეს მთავარი ჩვენი ამოცანა, მაშინ მნიშვნელობა აღარ აქვს, რომელი პარტიის წარმომადგენელი ხარ, საერთოდ რა პოლიტიკური შეხედულება გაქვს, ეს არის სწორედ გამაერთიანებელი თემა დღეს. ამიტომ, თუ საუბარია იმაზე, რატომ არ იყო ხალხმრავლობა დღევანდელ აქციაზე, ალბათ, ამიტომაც, რომ დამაბნეველია საზოგადოებისთვის, ისევე როგორც დამაბნეველია მისი გზავნილი, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ცუდი, მაგრამ ივანიშვილის გარშემო, მოდი, რაღაც ჯებირები შევქმნათ. არ გამოდის ეს ამბავი, მე მგონია, ამის ნიშანიც იყო დღევანდელი აქცია ქალბატონი პრეზიდენტის მოწვევით.

ვფიქრობ, რომ უნდა გვესმოდეს, ხალხი არ არის სულელი, ქართველი ხალხი არის ძალიან ჭკვიანი და თუ ვინმეს პასუხს სთხოვს დღევანდელი ხელისუფლების შეცდომებზე, სწორედ ბიძინა ივანიშვილია პირველ რიგში. არ მგონია, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი რაიმე ღირებულებას წარმოადგენენ თავისთავად ან რაიმე სიმძიმე აქვთ, ისინი არავინ არ არიან, ეს ყველას ძალიან კარგად ესმის და ამიტომ შენ თუ გათვლა გაქვს ხელისუფლებით უკმაყოფილო ხალხზე, ამ ხალხით უკმაყოფილება არის პირველ რიგში ასოცირებული ივანიშვილთან და ამ ხალხს სამართლიანად უნდა, რომ რუსული ოლიგარქიული მმართველობის დასრულდეს ქვეყანაში“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა