ემანუელ მაკრონი - პუტინმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა და საკუთარი ქვეყანა ისტორიულ უფსკრულში ჩააგდო

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თვლის, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ჯერ არ არის მზად კომპრომისის მოსაძებნად უკრაინაში მის მიერ გაჩაღებული ომის დასასრულებლად.

„ვიცი, რომ ის ჯერ არ არის მზად დათმობაზე წასასვლელად, მაგრამ უკრაინელები ახლა თამამად და გმირულად ეწინააღმდეგებიან და ასევე არ არიან მზად რაიმე დათმობისთვის. ამიტომ, ჯერ არ დამდგარა მომენტი, რომ ვისაუბროთ ომის დასრულებაზე, კომპრომისებზე“, - განაცხადა მაკრონმა.

მისი თქმით, პუტინმა, მეზობელ ქვეყანაზე თავდასხმით, საბედისწერო შეცდომა დაუშვა.

„შემიძლია ვთქვა, რომ მან დაუშვა ძალიან საბედისწერო შეცდომა, ჩააგდო თავისი ქვეყანა ისტორიულ უფსკრულში, თავს დაესხა რა მეზობელს და დაარღვია მისი სუვერენიტეტი. უახლოესი კვირები აჩვენებს, სად გადის შესაძლებლობის ზღვარი. მაგრამ ჯერ უკრაინის არმიამ მტკიცე წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს და ჩვენ დავეხმარებით მას ამაში“, - განაცხადა მაკრონმა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი