ეუთოში უკრაინის მისიის ხელმძღვანელი - დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სულ მცირე 20 ფილტრაციის ბანაკი და ციხეა

რუსმა დამპყრობლებმა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სულ მცირე 20 ფილტრაციის ბანაკი და ციხე შექმნეს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთოსა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ევგენ ციმბალიუკმა ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

"ჯერ კიდევ ბევრი ადგილია, სადაც დანაშაული არ წყდება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე სულ მცირე 20 ფილტრაციის ბანაკი და ციხეა აღმოჩენილი", - აღნიშნა ელჩმა.

მან ისაუბრა ოკუპირებულ დონეცკში მდებარე ციხე „იზოლაციაზე“.

„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა საშინელებებიც იქ ხდება, ამიტომ უნდა შევაჩეროთ რუსეთი და არ მივცეთ საშუალება, ეს ციხე მთელ უკრაინაში გაავრცელოს“, - აღნიშნა ციმბალიუკმა.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

ეუთოში უკრაინის მისიის ხელმძღვანელი - დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სულ მცირე 20 ფილტრაციის ბანაკი და ციხეა

რუსმა დამპყრობლებმა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სულ მცირე 20 ფილტრაციის ბანაკი და ციხე შექმნეს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთოსა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ევგენ ციმბალიუკმა ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

"ჯერ კიდევ ბევრი ადგილია, სადაც დანაშაული არ წყდება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე სულ მცირე 20 ფილტრაციის ბანაკი და ციხეა აღმოჩენილი", - აღნიშნა ელჩმა.

მან ისაუბრა ოკუპირებულ დონეცკში მდებარე ციხე „იზოლაციაზე“.

„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა საშინელებებიც იქ ხდება, ამიტომ უნდა შევაჩეროთ რუსეთი და არ მივცეთ საშუალება, ეს ციხე მთელ უკრაინაში გაავრცელოს“, - აღნიშნა ციმბალიუკმა.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი