საგამოძიებო სამსახურმა დააკავა პირი, რომელმაც საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოები ნაწილობრივ შეასრულა და ავანსის სახით ჩარიცხული დიდი რაოდენობით თანხა მიითვისა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მისი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის სახელით, საბავშვო ბაღის მშენებლობასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი სახელმწიფო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, რის შემდეგაც, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სამუშაოები ნაწილობრივ შეასრულა და ავანსის სახით ჩარიცხული თანხიდან 1 232 372 ლარს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

გარდა აღნიშნულისა, ბრალდებულმა, მისი მართვის ქვეშ მყოფი ერთ-ერთი კომპანიის სახელით, 2020 წელს საგადასახადო ორგანოში წარდგენილ დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციებში ყალბი მონაცემები შეიტანა, რა გზითაც 99 233 ლარის ოდენობით ფიქტიური აქტივი შეიქმნა, რომელიც შემდგომში ბიუჯეტის მიმართ არსებული საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად გამოიყენა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული, სახელმწიფო გადასახადებისათვის თავის არიდების მიზნით, მისი მართვის ქვეშ მყოფი 2 კომპანიის სახელით, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას, მიღებულ შემოსავალს სრულად არ ადეკლარირებდა, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტში ჯამში, 467 688 ლარის გადახდას თავი აარიდა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ 182-ე, 210-ე და 218-ე მუხლებით გრძელდება, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ დანაშაულში შესაძლო თანამონაწილე პირების დადგენა-მხილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა