რუსული ძალების მიერ ნიკოლაევზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

რუსმა ოკუპანტებმა ნიკოლაევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, - ამის შესახებ ქალაქის მერმა, ალექსანდრე სენკევიჩმა „ტელეგრამში“ განაცხადა.

"დღეს დილით რუსმა დამპყრობლებმა ნიკოლაევში კიდევ ერთხელ გაისროლეს რაკეტები. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები. ადგილზე მაშველები და ექიმები მუშაობენ. დაბომბვის შედეგებზე დაწვრილებით მოგვიანებით მოგახსენებთ", - აღნიშნა მერმა.

ამასთან, ნიკოლაევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმმის ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმის შედეგად 4 საცხოვრებელი მრავალსართულიანი შენობა და ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზარალდა.

"ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ერთი და დაშავდა ექვსი ადამიანი (მათ შორის ერთი ბავშვია). სამაშველო სამუშაოები გრძელდება", - განაცხადა ვიტალი კიმმა.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე