თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში განიხილა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში" და „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ" საქართველოს მთავრობის ინფორმაცია მოისმინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2021 წელს, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ წინა წელთან შედარებით 10.4 პროცენტი შეადგინა.

ამასთან, ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველი როლი კვლავ კერძო სექტორს ეჭირა. მისივე თქმით, 2021 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 35.2 პროცენტით, ხოლო საწარმოთა მიერ გამოშვებული პროდუქციის ღირებულება 25.8 პროცენტით გაიზარდა. ხოლო, 2021 წელს წლიური ინფლაციის დონე 13.9 პროცენტით განისაზღვრა.

„წლის განმავლობაში მოხდა ბიუჯეტის 2-ჯერ ზრდა. 990 მლნ ლარი იყო თავდაცვის საბოლოოდ დაზუსტებული ბიუჯეტი, 99%-ზე მეტია შესრულების მაჩვენებელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს შემთხვევაში 789 მლნ ლარამდე იქნა ათვისებული და 100,5%-ია შესრულების მაჩვენებელი. დაზვერვის სამსახურს 100% აქვს შესრულების მაჩვენებელი (13 800 000 ლარი), სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შემთხვევაშიც შესრულება 100%-იანია 61,4 მლნ ლარი", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

კომიტეტმა „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს" მხარი დაუჭირა. ანგარიშის შემაჯამებელი განხილვა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე შედგება, რომლის შემდეგაც ფინანსური დოკუმენტი პარლამენტის პლენარულ სხდომას წარედგინება.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს