ბორის ჯონსონი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი პარასკევს, მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ Telegram-ზე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის ვიდეო გამოაქვეყნა.

„ამ ომის მრავალმა დღემ დაამტკიცა, რომ ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი მტკიცე და გადამწყვეტია. მოხარული ვარ, რომ ბორის ჯონსონი, ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი, კვლავ კიევში ვიხილე", - წერს ზელენსკიმ.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი არის რიგით მეორე მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

"ბატონო პრეზიდენტო, ვოლოდიმირ, კარგია ისევ კიევში ყოფნა", - წერს ჯონსონი "ტვიტერის" გვერდზე, სადაც პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად ფოტოს აქვეყნებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს