ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მას და ბორის ჯონსონს „ერთობლივი შეხედულებები აქვთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წავიდნენ გამარჯვებისკენ“

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა, რომ მას და ჯონსონს "ერთობლივი შეხედულებები აქვთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წავიდნენ გამარჯვებისკენ", რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

„ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება ჩვენს აღმოსავლეთში, ჩვენი სახელმწიფოს სამხრეთში, განვიხილეთ შესაძლებლობები, რომ ჩვენი ქვეყანა რუსული ოკუპაციისგან დავიცვათ. კერძოდ, ვისაუბრეთ მძიმე იარაღის მიწოდების აუცილებლობაზე. დღეს მთავარია, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფაც. ჩვენ ამ მიმართულებით მოძრაობას ვიწყებთ. რუსული რაკეტები საფრთხედ რჩება ჩვენი ხალხისთვის, უკრაინის მთელს ტერიტორიაზე", - განაცხადა ზელენსკიმ კიევში, ჯონსონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ორმა ლიდერმა უკრაინის ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერის საჭიროების შესახებაც ისაუბრეს.

"ეს არ არის მხოლოდ ფინანსები. რუსეთის ფედერაციის მიერ, ჩვენი გადამამუშავებელი ქარხნის დაბომბვის გამო, გვაქვს საწვავის დეფიციტი. ჩვენი სახელმწიფოსთვის დასახმარებლად მზადყოფნისთვის, ბორისის მადლობელი ვარ", - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო