დავით სიხარულიძის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მიღებაზე უარი მათ შორის განაპირობა „სასამართლო რეფორმაზე იმ აგდებულმა დამოკიდებულებამ“,  რომელიც ხელისუფლებას გააჩნია

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, პარტია „დროას" წევრის, დავით სიხარულიძის განცხადებით, ევროკავშირის წევრობისთვის სტატუსის მიღებაზე უარის თქმა, მათ შორის განაპირობა „სასამართლო რეფორმაზე იმ აგდებულმა დამოკიდებულებამ“, რომელიც ხელისუფლებას გააჩნია. ამის შესახებ დავით სიხარულიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა.

„შარლ მიშელის ხელშეკრულებიდან გასვლა ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლია, მათ შორის არის 5 ივლისის მოვლენები, სასამართლო რეფორმაზე ასეთი აგდებული დამოკიდებულება და ზოგადად, აგდებული დამოკიდებულება, როდესაც ჩვენი პარტნიორები რაღაც საკითხზე ცდილობენ, რომ ჩვენთან ერთად იმუშაონ. ისინი არასდროს გვაძალებენ, ხოლო რეფორმები, რომლებზეც საუბარია, ისედაც უნდა გაგვეკეთებინა ევროკავშირი რომ საერთოდ არ არსებობდეს.

მაგალითად, ნიკა გვარამიას საქმე სასამართლოში 3 წლის განმავლობაში აბსურდული ბრალდებით განიხილებოდა, ეს სპეციალურად დააჩქარეს და დააპატიმრეს რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ევროკავშირში საქართველოსთვის კანდიდატის მინიჭების შესახებ საკითხის განხილვა დაიწყებოდა. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ყველას გვაქვს ასეთი შეგრძნება, ასეთი რამ სპეციალურად კეთდება. აგდებული დამოკიდებულების მაგალითი არის ისიც, როდესაც ამბობენ, რომ დეოლიგარქიზაცია ეხება მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას, ანუ დეოლიგარქიზაციას ვაკეთებთ იმით, რომ დავაპატიმრეთ სააკაშვილი. ეს ნიშნავს, რომ არასერიოზულად უდგებიან საკითხს. დღესვე გასცეს პასუხი, რომ ეს საერთოდ არ გვაინტერესებსო“, - განაცხადა დავით სიხარულიძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს