მიხაილო პოდოლიაკი - დღეს დემოკრატიულ სამყაროს აქვს ერთიანი პოზიცია: რუსეთი ვერ მოიგებს ამ ომს - უკრაინამ უნდა მოიგოს ომი! ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა შეიარაღების გაზრდა

უკრაინამ უნდა მოიგოს ომი და თავისი ტერიტორიები დაიბრუნოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი "ტვიტერის" გვერდზე წერს.

მისივე თქმით, უკრაინის გამარჯვებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს შეიარაღების გაზრდა თამაშობს.

"დღეს დემოკრატიულ სამყაროს აქვს ერთიანი პოზიცია: რუსეთი ვერ მოიგებს ამ ომს. ეს დიდი მიღწევაა, მაგრამ ჩვენი მიზნები უფრო ამბიციურია: უკრაინამ უნდა მოიგოს ომი და თავისი ტერიტორიები დაიბრუნოს. ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა შეიარაღების გაზრდა. პარიტეტულობა არის გამარჯვების გასაღები", - წერს პოდოლიაკი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა