სერგეი გაიდაი - რუსი დამპყრობლები სევეროდონეცკის აღების კონკრეტულ ვადებს ვეღარ ასახელებენ

რუსი დამპყრობლები სევეროდონეცკის აღებისთვის კონკრეტულ თარიღებს ვეღარ ასახელებენ. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსები ქალაქის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთელი ქალაქი მათი კონტროლის ქვეშაა.

„რუსების ყველა განცხადება, რომ სევეროდონეცკს აკონტროლებენ, სიცრუეა. დიახ, მართლაც, ისინი აკონტროლებენ ქალაქის დიდ ნაწილს, მაგრამ მთელ ქალაქს არ აკონტროლებენ. ახლა ვადებზეც კი არ საუბრობენ, არავინ ასახელებს თარიღებს. ისინი უბრალოდ ამბობენ, რომ აქვთ სევეროდონეცკის სრული აღების ან ლისიჩანსკი-ბახმუტის გზატკეცილის კონტროლის დავალება, ამიტომ ისინი ბომბავენ, მაგრამ ვერ აკონტროლებენ“, - განაცხადა მან.

გაიდაიმ დასძინა, რომ ზოგადად ლუგანსკის რეგიონში ვითარება კვლავ რთულია, რადგან მტერი მუდმივად ავსებს რეზერვებს სხვადასხვა მიმართულებებით.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს