დნეპროპეტროვსკის რეგიონზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

დნეპროპეტროვსკის ოლქში, ნოვომოსკოვსკის რაიონში ნავთობის საცავზე ოკუპანტების მიერ სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთ-ერთი დაჭრილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა.

"ნოვომოსკოვსკის რაიონში ნავთობის საცავზე სარაკეტო თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს. მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. წყეულიმც იყოს ყველა, ვინც რაკეტებს გვიგზავნის. შურს ვიძიებთ ყველა გარდაცვლილისთვის", - წერს ის.

რეზნიჩენკომ აღნიშნა, რომ ამ მტრის სარაკეტო თავდასხმამ ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

გვიან ღამით რუსმა დამპყრობლებმა დნეპროპეტროვსკის რაიონში ნავთობის საცავზე იერიში მიიტანეს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს