BBC - რუსეთის სკოლებში უკრაინაში კრემლის აგრესიისას დაღუპული მათი ყოფილი მოსწავლეების მემორიალურ დაფებს აკრავენ

რუსეთში სკოლებმა უკრაინაში მიმდინარე კრემლის აგრესიის დროს, რომელსაც ოფიციალური მოსკოვი "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს, დაღუპული მათი ყოფილი მოსწავლეების მეორიალური დაფების გაკვრა დაიწყეს.
ინფორმაციას BBC-ის ჟურნალისტი ფრანსის სკარი ავრცელებს.
ის „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ამსახველ ფოტოებს ავრცელებს და აცხადებს, რომ სურათები ბელგოროდის რეგიონშია გადაღებული, რომელიც უკრაინას ესაზღვრება.

























