უკრაინულმა ავიაციამ ოკუპანტების ცოცხალი ძალა და საყრდენი პუნქტი გაანადგურა

უკრაინულმა ავიაციამ რუსული ჯარების ტაქტიკური ჯგუფი და ერთ-ერთი საყრდენი პუნქტი გაანადგურა, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების წარმომადგენელზე, იური იგნატზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გარდა ამისა, საჰაერო ძალების საზენიტო მსროლელთა ჯგუფმა დრონი ჩამოაგდო.

"უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები აგრძელებენ დავალებების შესრულებას უკრაინის სუვერენიტეტისა და სახელმწიფო მთლიანობის დასაცავად. უკრაინის მიერ განხორციელებული ავია დარტყმის შედეგად განადგურდა ტაქტიკური ჯგუფის ტექნიკა და ცოცხალი ძალა, ასევე რუსი დამპყრობლების ერთ-ერთი დასაყრდენი პუნქტი, უკრაინელმა საზენიტო მსროლელებმა გასული დღის განმავლობაში მტრის დრონი ჩამოაგდეს“, - აღნიშნა იგნატმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს