ავსტრალიამ უკრაინაში 14 ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი გაგზავნა

ავსტრალიამ უკრაინაში 14 ერთეული M133AS4 ჯავშანტრანსპორტიორი (APC) გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში, ავსტრალიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ვრცელდება.

ავსტრალიის თავდაცვის მინისტრ, რიჩარდ მარლსის თქმით, ჯავშანტრანსპორტიორებით უკრაინული თვითმფრინავები გასულ კვირას დაიტვირთა.

„ავსტრალია უკრაინის გვერდით დგას და კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, რომ უკრაინაში არაპროვოცირებული, უსამართლო და უკანონო შეჭრა შეწყვიტოს“, - განაცხადა მარლსმა.

მედიის ცნობით, აღნიშნული ჯავშანტრანსპორტიორები 198 მილიონი დოლარის (188 მილიონი ევრო) დახმარების ნაწილია, რომელიც ავსტრალიამ უკრაინისთვის გამოყო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს