პოლიციამ აჭარაში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, თანხის გამოძალვის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც პარაპლანების გაქირავებით კომერციულ საქმიანობას ეწეოდა, ძალადობის გამოყენებით, ასევე, სიცოცხლის მოსპობისა და პარაპლანების წართმევის მუქარით მიღებული შემოსავლის გაყოფას სთხოვდნენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი პირი: 1989 წელს დაბადებული გ.ი., წარსულში ნასამართლევები: 1998 წელს დაბადებული გ.ბ. და 2001 წელს დაბადებული ნ. ბ. ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს 1988 წელს დაბადებულ ე.მ.-ს თანხას სძალავდნენ.

ე.მ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პარაპლანების გაქირავებით კომერციულ საქმიანობას ეწეოდა, ბრალდებულებმა ძალადობის გამოყენებით, ასევე, სიცოცხლის მოსპობისა და პარაპლანების წართმევის მუქარით მას მიღებული შემოსავლის გაყოფას სთხოვდნენ.

სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ფარული საგამოძიებო მოქმედებები, ასევე, კომპლექსური საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებები ჩატარდა, რის შედეგადაც დადასტურდა დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ე.მ. -ის მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებები.

ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს