ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 33 800 რუსი სამხედრო მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინულმა მხარემ კიდევ 200 რუსი ჯარისკაცი მოკლა, ხოლო ომის დაწყების დღიდან ამ დრომდე მოკლულ რუს ჯარისკაცთა რიცხვმა 33 800-ს მიაღწია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უწყების ცნობით, რუსულ ძალებს სხვადასხვა აღჭურვილობაც გაუნადგურეს.

„უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს: 1477 ტანკი, 3588 ჯავშანმანქანა, 749 საარტილერიო სისტემა, 235 ზალპური სარაკეტო სისტემა, 98 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 216 თვითმფრინავი, 181 ვერტმფრენი, 601 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 130 ფრთოსანი რაკეტა, 14 გემი/კატერი, 2527 სატვირთო მანქანა, ასევე ტანკერები, 55 სპეცტექნიკა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსულ მხარეს ყველაზე მეტი დანაკარგი ბახმუტსა და ზაპოროჟიეში ჰქონდა.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს