გუბერნატორი - ოკუპანტებმა ლისიჩანსკის გარშემო სამი ავიაიერიში განახორციელეს

რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკის გარშემო სამი ავიადარტყმა განახორციელეს, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი გაიდაი „ტელეგრამში“ იუწყება.

მისივე თქმით, სევეროდონეცკში ბრძოლა გრძელდება.

„19 ივნისს გორსკოეში რუსებმა 19 სახლი დააზიანეს, ვრუბოვკაში კი - 7“, - აცხადებს გაიდაი.

მისი თქმით, მტერმა ავიაიერიში მიიტანა მირნაია დოლინასა და ბელაია გორას რაიონებზე, ასევე ერთ-ერთ უკვე დანგრეულ ხიდზე, რომელიც ლისიჩანსკს სევეროდონეცკთან აკავშირებდა.

„სევეროდონეცკში მინაბოჭკოვანი ქარხნის ტერიტორია და სამაშველო პოლიგონი მოწინააღმდეგის ცეცხლის ქვეშ მოხვდა“, - აცხადებს გაიდაი.

მისი თქმით, ლისიჩანსკისა და რიგი სხვა დასახლებების წინააღმდეგ ოკუპანტებმა სარაკეტო და საარტილერიო ცეცხლი გახსნეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა