ანა მალიარი - მტერმა ლუგანსკის ოლქის 26 ივნისამდე დაპყრობის მიზნით მთელი ძალები გადაისროლა

სევეროდონეცკის რაიონში გადამწყვეტი ბრძოლები გრძელდება, სადაც დამპყრობელი ჯარები ყველა ღონეს იყენებენ პუტინის დავალების შესასრულებლად და 26 ივნისამდე ლუგანსკის ოლქის მთელი ტერიტორიის დასაპყრობად , - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.

„სევეროდონეცკში გადამწყვეტი ბრძოლები გრძელდება და მტრის გეგმები იმ ამოცანასთან დაკავშირებით, რომელიც მათ ხელმძღვანელობამ წაუყენა, არის ლუგანსკის ოლქის საზღვრამდე მიღწევა დაახლოებით 26 ივნისისთვის. რუსულმა არმიამ ფაქტობრივად მთელი თავისი ძალა და საშუალება გადაისროლა გარშემო მდებარე დასახლებული პუნქტების შტურმისთვის. ისინი ცდილობენ, გაარღვიონ ჩვენი ჯარების თავდაცვა და ალყა შემოარტყან ჩვენი ჯარების დაჯგუფებას, რომელიც ლისიჩანსკის და სევეროდონეცკის დაცვას ახორციელებს “, - განაცხადა მალიარმა.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ფაქტობრივად იბრძვიან უკრაინული მიწის ყოველი მეტრისთვის, ანადგურებენ მოწინაღმდეგის ძალებს და საშუალებებს და მტერი ძალიან სერიოზულ დანაკარგებს განიცდის.

„ჩვენი ჯარები ყველაფერს აკეთებენ, რომ დაიცვან ჩვენი ტერიტორიები და თავიდან აიცილონ ალყა, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ მტერს აქვს უპირატესობა შეიარაღებაში, ამიტომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა