ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ შეგვიძლია აღვდგეთ ფერფლიდან, აგრესორი სახელმწიფო კი იგივე დარჩება - დანაკარგებითა და დეგრადაციებით

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ მიგრაციული კრიზისი ევროპაში, რომელიც გამოწვეულია რუსეთის ომით, ბოლო კრიზისი უნდა იყოს.

ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა საერთაშორისო პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის ფორუმის გახსნაზე გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ უნდა გავაკეთოთ აბსოლუტურად ყველაფერი, რომ ჩვენი გამარჯვების შემდეგ - ამაში ეჭვი არ მეპარება, არა მხოლოდ აღვადგინოთ ნორმალური ცხოვრების პირობები, სადაც რუსი დამპყრობლები ცდილობდნენ დაეტოვებინათ მხოლოდ დამწვარი ნამსხვრევები, არამედ ავაშენოთ ისეთი თანამედროვე ცხოვრება, ისეთი უსაფრთხო, რომ ეს იყოს დარტყმა აგრესორზე. ანუ არა მარტო სანქციები, არა მარტო რუსული არმიის ფიზიკური დანაკარგები ბრძოლის ველზე, არამედ უკრაინაში სიცოცხლის აღდგენის ფაქტი. თავად ცხოვრებაა პრიორიტეტული. ფაქტია, რომ ჩვენ შეგვიძლია აღვდგეთ ფერფლიდან, აგრესორი სახელმწიფო კი, იგივე დარჩება - მხოლოდ დანაკარგებითა და დეგრადაციებით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, ევროპაში რუსეთის ომით გამოწვეული მიგრაციული კრიზისი ასეთი ბოლო კრიზისი უნდა იყოს.

„ისე, რომ სხვა აგრესორმა არც იფიქროს, რომ ომით შესაძლებელი იქნება რომელიმე ევროპული ქვეყნის განადგურება“, - დასძინა სახელმწიფოს მეთაურმა.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი