ნიკა მელია -  არ ვურჩევდი არავის, ანალოგიები გაავლოს წინა აქციებთან, დღევანდელი დღე სრულიად განსხვავებულია, ამიტომაც ხედავთ ზღვა რაოდენობის ადამიანს - იქნება კონკრეტული გეგმა, ოლიგარქი კი დამარცხდება

31 წლის წინ, ქართველმა ხალხმა თქვა, რომ სახელმწიფო ხალხს ეკუთვნის. დღეს იგივე თქვა ამ განსხვავებულმა და პატრიოტმა მოსახლეობამ, რომელმაც იგრძნო ყველაზე ღირებული, რაც კი აქვს სახელმწიფოს, რომ თავისუფლება, ევროპული და ეროვნული მომავალი რისკის ქვეშ დგას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე „შინ ევროპისკენ“ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მელიას თქმით, ამ პროცესიდან გამარჯვებული ქართული საზოგადოება გამოვა, ოლიგარქი კი დამარცხდება.

„დამარცხდება ოლიგარქი, ოლიგარქი, რომელიც ვეღარ იქნება თავსებადი საქართველოს სახელმწიფოსთან, ვინაიდან, ის არის მხოლოდ და მხოლოდ მიმტაცებლობასთან დაკავშირებული, სივერაგესთან ასოცირებული, რომელმაც არ იცის, არ იცოდა და არც უნდა გაიგოს, რა არის სახელმწიფოებრივი საფუძვლები, ქართველი ხალხისგან განსხვავებით.

ეს პროცესი გამარჯვების გარეშე არ დასრულდება. მე არ ვურჩევდი არავის ანალოგიები გაავლოს წინა საპროტესტო აქციებთან, ეს სრულიად განსხვავებულია, ამიტომაც ხედავთ ზღვა რაოდენობის ადამიანს დღეს. ოჯახთან, შვილებთან ერთად ვართ წამოსული რუსთაველის გამზირზე. კონკრეტული გეგმა იქნება, საზოგადოების ფართო ჩართულობით გასაჯაროებული, რასაც ერთად მოვისმენთ“, - განაცხადა მელიამ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა